LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა ქებურია: ზურაბიშვილი არ არის პოლიტიკური მიმომხილველი, მას გააჩნია ქმედითი ბერკეტი იმ პრობლემებსა და ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელზეც თვითონვე საუბრობს

92
ლელა ქებურია

„რიტორიკის დონეზეც სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ გვახსოვს არაერთი ქვეყნისთვის საზიანო და მავნებლური რიტორიკული განცხადება“, –ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლელა ქებურია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ „ქართული ოცნება“ მტრად რაცხავს ყველას, ვინც მის მიმართ რაიმე ტიპის კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს და ამ შემთხვევაში, მათ მიერვე ხელდასმული პრეზიდენტიც ვერ იქნება გამონაკლისი.

რაც შეეხება თვითონ პრეზიდენტს, უნდა გვახსოვდეს რომ ის არ არის პოლიტიკური მიმომხილველი, ის არის სახელისუფლებო შტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც გააჩნია ქმედითი ბერკეტი იმის გამოსასწორებლად რა პრობლემებსა და ხარვეზებზეც თვითონვე საუბრობს, თუმცა რიტორიკის დონეზეც სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ გვახსოვს არაერთი ქვეყნისთვის საზიანო და მავნებლური განცხადება,“– განაცხადა ლელა ქებურიამ.

„ფორმაში ალბათ ვართ, რადგან დიდი ხანია, ვემზადებით“: სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატობაზე

ქართული ოცნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც დაუფიქრებელი და არასაჭიროა მაშინ, როცა EU-სგან გადაწყვეტილებებს ველოდებით: სალომე ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g