LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა ტყეშელაშვილი: „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება შვილებს გავუკეთოთ, არის თვითშეფასების დაზიანება… „ჩემი პრინცესა ხარ“, „გენიოსი ხარ“, ესეც ანალოგიურად აზიანებს…“

296
ლელა ტყეშელაშვილი

„ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება შვილებს გავუკეთოთ, არის თვითშეფასების დაზიანება“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი, ლელა ტყეშელაშვილი „პირველი არხის“ ეთერში საუბრობს.

სპეციალისტი ამბობს, რომ ამაში იგულისხმება გადაჭარბებული თვითშეფასებაც:

„ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გადაჭარბებულ თვითშეფასებასაც, როგორიც არის „ჩემი პრინცესა ხარ“, „გენიოსი ხარ“ – ესეც ანალოგიურად აზიანებს იმიტომ, რომ თუ არ შეესაბამება აი ამ თქვენს მიწოდებულ ეტალონს, ძალიან იტანჯება ადამიანი მთელი ცხოვრება ასე რომ მოდი, ჩვენი მოსავალი იყოს ქცევა, რა ქცევა მომეწონა, რომ დაუთმე შენს დაიკოს ან ძამიკოს სათამაშო და არა ის, რომ რა კარგი გოგო ხარ, ანუ ასეთი ზოგადიც არ უნდა იყოს“, – ამბობს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g