ლელა წურწუმია ჟურნალთან O.K. ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს, მათ შორის ასაკთან დაკავშირებითაც და დასძენს, რომ აქვს უფლება, 54 წლის ასაკში კარგად გამოიყურებოდეს:
„54 წლის არის ჯენიფერ ლოპესი და ძალიან მოგვწონს. მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან მაქვს ძალიან კარგი გენეტიკა. არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში. ის რაც შიგნით აქვს ადამიანს, მერე გარეგნობაზე აისახება. მე გაძლევთ სტიმულს, რომ ამ ასაკშიც შეიძლება ქალი გამოიყურებოდეს კარგად. ბოლო კლიპს მოჰყვა აჟიოტაჟი. თუ არ გაქვს იმუნიტეტი, უნდა დაანებო თავი ამ პროფესიას. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაძლება. მე არ ვკითხულობ რას წერენ, არ მაქვს დრო, ნეგატიური ინფორმაციით ვერ გავიფუჭებ განწყობას. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც სწორად გაიგო ჩვენი ნაშრომი. სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ ამ კლიპის გადაღებისას. პროფესიონალებმა იმუშავეს, რომ კარგი შედეგი დაგვედო. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე დროს ვერ დავუთმობ იმას, ვინც ილანძღება…“
მამულიჩა: „ლელას დანახვაზე ყბა ჩამომივარდა… ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და ყველა გავაკვირვეთ…“