„სოჰო ბათუმის“ სცენაზე ლელა წურწუმიას კონცერტების სერია გრძელდება. მომღერალი მორიგ კონცერტს 10 სექტემბერს გამართავს. ლელა მსმენელის წინაშე ტრადიციულად ბენდ „NONSTOP“-თან ერთად წარდგება და ყველასთვის კარგად ნაცნობ რეპერტუარს ააჟღერებს.
ღონისძიების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge.
აღსანიშნავია, რომ მომღერლის საზაფხულო კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.