LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თქვენი გათხოვება გოგი დოლიძეს ეწყინა?“ – რა ამბავს გვიყვება ლიკა დოლიძე

3921
2026-04-22_00-58-05_219974

მომღერალი ლიკა დოლიძე გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც გოგი დოლიძეზე საინტერესო ამბავს გვიყვება.

როგორც ლიკა ამბობს, გოგი დოლიძეს მისი გათხოვება ეწყინა, რადგან ძალიან პატარა ასაკში, 15 წლის გათხოვდა.

„გოგი დოლიძესთან მართალია ერთი გვარი მაქვს, თუმცა ნათესაური კავშირი არ გვქონია. მამას უახლოესი მეგობარი იყო. მე მუსიკალური ოჯახიდან ვარ და მამას ბევრი მეგობარი ჰყავდა.

ქუთაისში წავედი კონცერტზე და ამის შემდეგ უკვე მალხაზისთან ერთად გათხოვილი დავბრუნდი. მაშინ 15 წლის ვიყავი. გოგი შეგვხვდა და მამაჩემი აცნობს, ეს ჩემი სიძეაო. თავიდან ვერ მიხვდა. უთხრეს ლიკას ქმარიო. გადაირია, 15 წლის ბავშვი როგორ გაათხოვეთო.

ძალიან ნაწყენი იყო. მერე მახოც რომ გაიცნო, ძალიანაც უყვარდა. მგონი ჩემი გათხოვება მამაჩემზე მეტად ეწყინა“, – ამბობს ლიკა დოლიძე.

„ფაქტობრივად, ხელებში ჩაგვაკვდა 52 წლის კაცი, რომელიც ძმად მიმაჩნდა…“ – რა ოჯახური ტრაგედია შეემთხვა მომღერალ ლიკა დოლიძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g