მომღერალმა ლელა წურწუმიამ მსმენელს წარუდგინა ახალი სიმღერა, რომელიც ემიგრანტებს მიუძღვნა.
კომპოზიცია სახელწოდებით „გზები“ გასულ ღამეს, ლელა წურწუმიას ოფიციალურ იუთუბ-არხზე აიტვირთა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილია.
ახალ სიმღერას ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი [მამულიჩა] ეხმიანება და კომპოზიციის მუსიკის, ტექსტისა და არანჟირების ავტორს მადლობას უხდის:
„ძალიან მაგარი სიმღერა გამოვიდა, ჩემი აზრით. ჩვენს ემიგრანტებს
მადლობა ბატონ ვაჟა დურგლიშვილს არაჩვეულებრივი სიმღერისთვის.
ტექსტი: მორის ფოცხიშვილი. არანჟირება, მასტერინგი: გიგა კუხიანიძე.
გადავწყვიტე, პირდაპირ აგვეტვირთა ლელას იუთუბ-არხზე, იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა კლიპის გადაღება.
P.s. სიმღერა წავართვი რატი დურგლიშვილს“, – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
ძალიან მაგარი სიმღერა გამოვიდა, ჩემი აზრით👌. ჩვენს ემიგრანტებს❤️❤️❤️ მადლობა ბატონ ვაჟა დურგლიშვილს არაჩვეულებრივი…
Posted by Kakhi Mamulashvili on ორშაბათი, 14 აპრილი, 2025