„ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები და კორპორატიულები, დეკემბრის დასაწყისიდან 14 იანვრის ჩათვლით გაუქმებული გვაქვს“, – ამის შესახებ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი [მამულიჩა] სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, კახა მამულაშვილი წერს, რომ ლელა წურწუმიას და ბენდს აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად აქცია-კონცერტის გამართვა სურს.
„ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ნიკოლოზობას. ბევრი ადამიანი მწერს და აქ გიპასუხებთ.
ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები და კორპორატიულები, დეკემბრის დასაწყისიდან 14 იანვრის ჩათვლით გვაქვს გაუქმებული, რამდენიმე გადატანილი (დაახლოებით 18 ღონისძიება).
რადგან ლელას და ჩემს მუსიკოსებსაც, დიდი სურვილი გვაქვს შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, გვინდა აქცია-კონცერტის გამართვა, უბრალოდ, კონსულტაციებს გავდივართ ფონდთან და კონცერტთან დაკავშირებულ ტექნიკურ პერსონალთან და ადგილის მფლობელებთან და მალე შეგატყობინებთ“, – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.
ჩემო მეგობრებო გილოცავთ ნიკოლოზობას. ბევრი ადამიანი მწერს და აქ გიპასუხებთ. Lela Tsurtsumia და Chveni ბენდი …
Posted by Kakhi Mamulashvili on ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024