LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო – ძლიერი საქართველო“: „ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით, ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ“

109
ლელო - ძლიერ საქართველო

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ განცხადებით ეხმაურება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, „ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით!“. პარტიის განცხადებითვე, ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.

დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს“, – წერია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან…

Posted by ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g