LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ ევროპარლამენტარებს მელიას თავდებობას სთავაზობს

59
BeFunky-collage

„ლელოს“ ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.

“მეორე დღეა, „ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე „ლელო“ იმედოვნებს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გრიგოლ გეგელიას ბრიუსელში ორდღიანი დატვირთული შეხვედრებისას განიხილება არაერთი ახალი შესაძლებლობა.

ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5 პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს.

ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა.

ამავე ვიზიტის დროს, ბრიუსელში გახმოვანდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინიციატივა, შემოღებულ იქნას საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის ისეთივე, როგორც არსებობს ნატო-ს შემთხვევაში.

„ეს იქნება წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი და ის გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს“. -აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g