LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას ემიჯნება

109
xazaradze (1)

პოლიტიკური პარტია “ლელო – საქართელოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება. აღნიშნული განცხადება მან “TV პირველის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველის შესაძლო გადაკეტვის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

“რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ მას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ ერთ პრობლემას სხვა პრობლემები არ უნდა დავუმატოთ. იმედი მაქვს, რომ საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და ისინი მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში,” – განაცხადა ხაზარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g