LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ თავის თავს აფორმებს, როგორც „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი – გილოცავთ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებას: პაპუაშვილი

43
BeFunky-collage (3)

ვარსკვლავები ზუსტად ისე დალაგდა ლოგიკურად, როგორც უნდა დალაგებულიყო – დღეს „ლელო“ თავის თავს აფორმებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი – ეს არის სამწუხარო სახე და გილოცავთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებას, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოს“, პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა ყველას მუშაობის შედეგია, გარდა „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“.

86 მომხრე, 3 წინააღმდეგი – საარჩევნო კოდექსი დამტკიცებულია

„ეს არის საერთო პროდუქტი, რომელიც შეიქმნა ერთობლივი მუშაობის შედეგად, არ იყო მარტივი სამუშაო, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ პროდუქტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ კონსენსუსური ხასიათის არის, თუმცა მე „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართე და მოვუწოდე, რომ მხარს ნუ დაუჭერენ, ხელს ნუ მოაწერენ, კარვებსაც ნუ აშლიან – პრინციპში ამით ისინი უფრო მეტ სამსახურს უწევენ, შეიძლება, ქართულ დემოკრატიას, ვინაიდან, აჩვენებენ, როგორ არ უნდა იმოქმედოს პარტიამ. ამავე დროს, მაშინ არ ვიცოდი, რომ მეორე მოსმენით „ლელო“ არ მისცემდა ხმას ამ კანონპროექტს და დღესაც როგორც გავიგე აპირებენ, რომ მათი ხელით ჩავარდეს ეს პროექტი – თქვენი ხელით ეს პროექტი ჩავარდნილია ჩათვალეთ იმიტომ, რომ თქვენი ხმები, რომ იყოს საჭირო ამ კანონპროექტს ვერ მივიღებდით. ასე არის მდგომარეობა და ეს არის სამწუხარო, რომ ხშირად არის საუბარი სულისკვეთებაზე, დოკუმენტის სულისკვეთებაზე, არ ვიცი ფურცლებს თუ აქვთ სულისკვეთება, მაგრამ იმ სამუშაო ატმოსფეროს და პარტიებს შორის თანამშრომლობას ნამდვილად ჰქონდა ეს სულისკვეთება და ის, რასაც დღეს თქვენ აპირებთ რომ გააკეთოთ, რომ მხარი არ დაუჭიროთ ამ რეფორმას, ანუ შეეწინააღმდეგოთ ამ რეფორმას – ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება სულისკვეთებას, თუმცა იმ პარტიისგან, რომლის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, რომლის სამართლის მიმართულებას ხელმძღვანელობს „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი მე მგონი, აქ ვარსკვლავები ზუსტად ისე დალაგდა ლოგიკურად, როგორც უნდა დალაგებულიყო – დღეს „ლელო“ თავის თავს აფორმებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი – ეს არის სამწუხარო სახე და გილოცავთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებას.

თავისთავად ეს წარმოადგენს 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას და გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ. ამას თავისი პოლიტიკური შედეგები ექნება. ყველას გილოცავთ, რომ ჩვენ ახლა ამ პროექტს მივიღებთ, ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი შედეგი, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსნებეთ, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პარტია “ლელომ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g