ლანჩხუთში ლელობურთი „ზემოურების“ გამარჯვებით დასრულდა. ლელობურთი შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები შეეჯიბრნენ.
გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა. ვინც შეძლებს და ერთფუთიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.
წელს ბურთის წონამ 16 კილოგრამს გადააჭარბა.
წელს ბურთის წონამ 16 კილოგრამს გადააჭარბა
სააღდგომო ლელობურთი გურიაში
თამაშის მიხედვით, ბურთის სასურველ მხარეს გატაცება და ღელეზე გადატანა ხდება.
თამაშს არ აქვს წესები და არც დროშია შეზღუდული. მსუბუქი თუ მძიმე ტრავმები გურულ ლელოს ყოველთვის თან ახლავს, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშის მონაწილეები ლელობურთში კვლავ ერთვებიან.
ტერიტორიაზე სასწრაფოს ბრიგადები და პატრულის ეკიპაჟებიც იყო მობილიზებული.