LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოს“ ლიდერები უკრაინაში გაემგზავრნენ

148
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„მივემგზავრებით კიევში, რომ რუსული აგრესიის 1 წლის თავზე, ჩვენი სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის თავგანწირულად იბრძვიან,“ – ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინული პოლიტიკური პარტიების და კიევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„უმაღლესი რადას მიერ 24 თებერვალს ორგანიზებული შეხვედრები კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი სრული მხარდაჭერის დასადასტურებლად.

ასევე, გვექნება შეხვედრები უკრაინულ პოლიტიკურ პარტიებთან და კიევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

უკრაინელ მეგობრებთან ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ მაქსიმალურად.

 

???? მივემგზავრებით კიევში, რომ რუსული აგრესიის 1 წლის თავზე, ჩვენი სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს…

Posted by Badri Japaridze • ბადრი ჯაფარიძე on Monday, 20 February 2023

 

ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ქართველი ხალხი, თავისუფლებისთვის ბრძოლაში, უკრაინის გვერდითაა,“ – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები