LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოს“ ოფისში ოპოზიცია შეხვედრას მართავს

104
Screenshot-1

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციამ მმართველ გუნდს ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაუგზავნა. ასევე განიხილავენ “ქართული ოცნების” სავარაუდო პასუხებს.

„ახლა გავივლით დეტალებს იმასთან დაკავშირებით რა შეიძლება იყოს მათი სავარაუდო პასუხი და რა პოზიცია შეიძლება გვქონდეს. ჩვენი პოზიცია ამ წუთში ხდება უცვლელი“, – განაცხადა კაპანაძემ.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაინიშნება.

„ჩვენი დოკუმენტი, რომელიც ბოლო შეხვედრაზე ელჩებს გადავეცით, მასზე იქნება მსჯელობა. ასევე, სტრატეგიაზე, თუ მესამე რაუნდი დაინიშნება. ასე რომ, შიდაოპოზიციური საკონსულტაციო შეხვედრაა და რაიმე ისეთი, ფუნდამენტური გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება, რადგან ჩვენ პრინციპში, ყველა პარტიის მიერ, რომლებიც პარლამენტში არ შედის, ერთიანი დოკუმენტი შემუშავებულია. პლებისციტს ვუყურებ როგორც შუალედურ რგოლს, რათა რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ. შესაბამისად, პლებისციტი არის მექანიზმი, ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები“,-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები