LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელოს” წევრები და მხარდამჭერები დაგეგმილ მსვლელობას უერთდებიან – მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება

104
FORTUNA.GE- (1)

“ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს კონსტიტუციის ფარგლებში, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები.” – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, მალე ფილარმონიისკენ გაემართებიან და შეუერთდებიან სხვა აქტივისტებს, ამის შემდეგ კი მოეწყობა ოპოზიციის მსვლელობა სახელწოდებით: “მსვლელობა თავისუფლებისთვის”.

26 თებერვლის აქცია იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის… გამოვიყენებთ პროტესტის კრეატიულ ფორმებს: ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, აქციას, რომელიც 15:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება, შეუერთდებიან “ლელოს მხარდამჭერები რეგიონებიდანაც.

ხაზარაძის თქმით, “ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და პანდემიურ კრიზისში და უიმედობაშია. მთავრობა უსუსურია, ქვეყანაში სუფევს სრული უსამართლობა”.

შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო აქცია ოპოზიციამ მას შემდეგ დააანონსა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ოპოზიციის მოტხოვნა უცვლელია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. დღესვე, ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას გააჟღერებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g