LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლემპარდი გაუშვეს, რეალს მბაპე უნდა, მაგრამ არ შეუძლია – სატრანსფერო ამბები

78
unnamed

რანგნიკმა „ჩელსის“ უარი უთხრა დროებით მწვრთნელობაზე. „არისტოკრატებს“ ტუხელი ჩაიბარებს. რომან აბრამოვიჩმა ფრენკ ლამპარდი ცუდი შედეგების გამო გაუშვა.

„მანჩესტერმა“ შესაძლოა ლინგარდი „ვესტ ჰემს“ იჯარით მისცეს.

ჯეკომ „ვესტ ჰემს“ უარი შეუთვალა, ფორვარდს „რომადან“ წასვლა ამ ზამთარს უნდა, სადაც მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.

„ვესტ ჰემმა“ ლა ლიგის ბომბარდირ ენ ნესირიში 33 მლნ ევრო შეთავაზა. „სევილიამ“ უარი უთხრა.

„ატალანტა“ და „სევილია“ ალეხანდრო გომესის ტრანსფერზე მორიგდნენ.

„მილანს“ სურს „პორტოდან“ ნახევარმცველი ოტავიო უფასოდ წაიყვანოს.

„უდინეზე“ ფერნანდო ლორენტეს და კუტრონეს გაიფორმებს, ხოლო ლაზანიას „ვერონას“ მისცემს 10 მლნ ევროდ.

სოკრატისი „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა. ექს „არსენალის“ მცველის კონტრაქტი 2023 წლამდეა.

„მონაკომ“ ისევ მისცა იჯარით ონეკური „გალათასარაის“.

„ჰერტას“ ლეგენდა დარდაი ისევ დაიკავებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს.

პსჟ-მ სერხიო რამოსს კონტრაქტი შეთავაზა – 45 მლნ 3 წელიწადში (Onda Cero).

პსჟ-მ შესაძლოა „არსენალს“ დრაქსლერი შეთავაზოს გენდუზის სანაცვლოდ.

„რეალს“ შეუძლია მბაპეს წლიურად დაახლოებით 21 მლნ ევრო გადაუხადოს. პსჟ კი ფრანგს 36 მლნ ევროს შეთავაზებს, რამდენიც ნეიმარს აქვს. მადრიდელები ხარჯებს ვერ გაზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები