LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენინის Rolls-Royce-ს 100 წლის შემდეგ შეაკეთებენ

109
ლენინის Rolls-Royce-ს 100 წლის შემდეგ შეაკეთებენ

ლენინის Rolls-Royce-ს 100 წლის შემდეგ შეაკეთებენ. ძვირფასი ექსპონატი სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო სივრცეს 2026 წლიდან უნდა დაუბრუნდეს. რესტავრატორებს წინ ბევრი სამუშაო ელით, რამეთუ Rolls-Royce-ის მდგომარეობა ორიგინალისგან ძალიან შორსაა: საბჭოთა კავშირის დროს ძრავის აგრეგატი გაზ-51-ით ჩაანაცვლეს, ძარაც განაახლეს.

ისტორიული მოდელი 1916 წელსაა გამოშვებული, რაც იმას ნიშნავს რომ რესტავრაცია ავტომობილის საუკუნოვან იუბილეს დაემთხვევა. ითვლება, რომ კაბრიოლეტს თავად ვლადიმერ ლენინი იყენებდა: ეს მანქანა ყველგანმავლად გადააკეთეს და ლენინი ქალაქგარეთ დადიოდა ხოლმე. საბჭოთა კავშირის დროს ავთენტურობა ნაკლებად ადარდებდათ, ამიტომ გარდა ტექნიკური შიგთავსისა, შეცვალეს ფარები და სალონის გაფორმებაც. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მოძრაობას რესტავრაციის შემდეგაც ვერ შეძლებს, რამეთუ ბრიტანული ძრავის აღდგენა შეუძლებელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები