კომპანია Lenovo-მ ახალი სმარტფონი Moto M დააანონსა. მოწყობილობა ბიუჯეტური კლასისაა, თუმცა მისი კორპუსი პრემიუმ მატერიალითაა დამზადებული.
ახალი მოდელი წარმოდგენილია კოდური სახელწოდებით Kung-Fu, აღჭურვილია 8 ბირთვიანი პროცესორითა და 4 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით.
სმარტფონი წარმოდგენილია: 5.5 ინჩიანი, Full HD დისფლეით, 16 მეგაპიქსელიანი ცენტრალური და 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერითა, 32 GB-იანი შიდა მეხსიერებითა და 2 SIM ბარათით, USB Type-C და დაქტილოსკოპური და თითის ანაბეჭდის სენსორი 3050 მილიამპერ/საათიანი ბატარეით. ეს ყველაფერი ერთად გაჯეტს განსაკუთრებით მომხიბლელს ხდის.
მოდელი წარმოდგენილი იქნება ორ ფერში: ოქროსფერსა და ვერცხლისფერში. გაჯეტი Android-ის 6.0.1 ვერსიაზე იმუშავებს. მისი საბაზრო ღირებულება 280 დოლარამდე იქნება.