LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lenovo-მ სმარტ-სამაჯური წარმოადგინა

95

კომპანია Lenovo-მ ინდოეთში სპორტული სამაჯური Smart Band HW01 გამოუშვა. სიახლე მისი ანალოგების Xiaomi Mi Band 2-ის, Fastrack Reflex-ისა და Fitrist Cardio-ს კონკურენტი გახდება, რომლებიც ინდოეთში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სიახლის სამაგრი სილიკონისგან არის დამზადებული და მისი გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში არის შესაძლებელი, რადგან ის მტვერ და წყალგამძლეა. ასევე უძლებს ამინდს +70 გრადუსიდან -20 გრადუს ცელსიუსამდე, 128 საათის განმავლობაში.

სამაჯური აღჭურვილია 0,91 დიუიმიანი OLED-ეკრანით და ის 5 დღიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს. შიდა მრიცხველების საშუალებით კი იგი თავისი მეპატრონის ჯანმრთელობასა და დახარჯულ კალორიებს აკონტროლებს.

სამაჯური 1999 რუპია (დაახლოებით 31 დოლარი) ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები