LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხი-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

114

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ24 მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ამავე მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ აკრძალულია.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხი-ბავარის გზაზე, მდინარის ადიდების გამო, მოძრაობა გუშინ აიკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g