შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა.
ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ამ დროისათვის, ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.