LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი დახმარებას ითხოვს

161
79509092-444979383118290-8010996962121744384-n-640x336

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მამაკაცს მაშველების დახმარება ესაჭიროება. ის ორი დღეა, რაც კლდოვან მწვერვალზე იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. ინიციატორის განცხადებით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი,” – აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები