პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ”ისი-პარი” მომხმარებლებს ახალ სუნამოს თავაზობს.
”ისი – პარიში” დღეიდან შეგიძლიათ ცნობილი ბრენდის, cartier-ის სუნამო შეიძინოთ, რომელიც მამაკაცებისთვის შეიქმნა.
ამასთან დაკავშირებით შარდენზე ”პრეს-ლანჩი” გაიმართა, სადაც მხოლოდ ჟურნალისტებისთვის სუნამოს ჩვენება და გაცნობა მოეწყო.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ისი-პარის” პიარ-მენჯერმა, ხათია შამუგიამ აღნიშნა cartier არის ბრენდი, რომელსაც საიუველირო სამყაროში მეფეს ეძახიან და დღეს ეს ბრენდი ასეთივე წარმატებულია პარფიუმერულ სამყაროშიც.
”Cartier არის ბრენდი, რომელიც შედის პარფიუმერული სამყაროს ხუთეულში, რადგან მათ ყავთ საკუთარი პარფიუმერი. პროდუქციის ჩვენება შარდენზე მოეწყო, სადაც ინტერიერიც შესაბამისი იყო. ჟურნალისტებისთვის გაიმართა გათამაშებები და გადაეცათ პრიზები. ასევე ყველა სტუმარს ჰქონდა საშუალება დაეგემოვნებინათ სპეციალური კოქტეილები. L’Envol De Cartie ექსკლუზიურად ”ისი-პარის” ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ”, – განაცხადა შამუგიამ.
შეგახსენებთ, რომ ”ისი-პარი” თბილისის მასშტაბით რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი და მაღაზიები ყოველდღე 10:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.