LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეო ჩატეხეს?“,„ორლანდოს მადა გაეხსნა?“ – ორლანდო ბლუმისა და ლეონარდო დიკაპრიოს საცოლის ერთობლივ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

237
page

ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გრანდიოზულ, სამ დღიან, ვენეციური ქორწილში სტუმრებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ორლანდო ბლუმისკენ იყო მიმართული, რომელიც ცერემონიალზე უკვე თავისუფალი მამაკაცის სტატუსით მივიდა.

48 წლის ბლუმი, რომელიც მეუღლეს, კეტი პერის 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, ხან კიმ კარდაშიანთან შენიშნეს ფლირტის დროს, ხანაც მედიისთვის უცნობ ქალბატონთან.

ორლანდო ბლუმმა ვენეციაში „აღვირი აიხსნა“ – პაპარაცული ფოტოები

მღელვარე შეხვედრა და ჰაეროვანი კოცნების კასკადი – აწ უკვე თავისუფალი ორლანდო ბლუმი კვლავ კიმ კარდაშიანის მარწუხებში მოექცა

ახლახან მედიაში ახალი კადრები გავრცელდა, სადაც ბლუმი ლეონარდო დიკაპრიოს საცოლესთან, მოდელ, ვიტორია ჩერეტისთან ერთად კატერში მარტო ზის. მოგვიანებით, პაპარაცების ობიექტივში მარტოდ მყოფი ლეონარდოც მოხვდა. ის როგორც ყოველთვის პაპარაცებისგან დამალვას ჰუდითა და კეპით ცდილობდა.

ჩერეტისა და მლუმის ერთობლივ ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა:

„ლეო ჩატეხეს?“, „სად არის ლეონარდო?“, „ორლანდო ბლუმმა ახლა ვიტორიასთან სცადა ბედი?!“, „ორლანდოს მადა გაეხსნა?“, – არ წყდება კომენტარები.

ის, რაც გამოგვრჩა – ლეონარდო დიკაპრიო Met Gala-ზე შეიპარა და გამოიპარა – ვრცელდება ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები