”ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ლეგენდარულ ფეხბურთელს, იოჰან კროიფს მხარდაჭერა გამოუხატა.
შეგახსენებთ, ფეხბურთის ისტორიაში ”ოქროს ბურთის” სამ გზის პირველ მფლობელს იოჰან კროიფს ფილტვების სიმსივნეს დიაგნოზი დაუსვეს.
”გამაგრდი იოჰან” – დაწერა მესიმ ”ფეისბუქზე”.
ამ მომენტისთვის ”ფეისბქუქზე” მესის ოფიციალური გვერდიდან აღნიშნულ პოსტს 3000-მდე გაზიარება აქვს.