ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ვიდეომ სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ლეონარდო დიკაპრიოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე, მილიარდერი ჯეფ ბეზოსის მეგობარი გოგონა, 51 წლის ლორენ სანჩესი ლეოს დანახვამ იმდენად აღაფრთოვანა, რომ მის გვერდით, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი მეუღლე სულ გადაავიწყა.
როგორც ჩანს, ჯეფ ბეზოსი არ არის აღფრთოვანებული მომხდარით, ან უბრალოდ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ახლახან მან „ტვიტერზე“ პოსტი გაავრცელა და ლეონარდო დიკაპრიო მონიშნა.
„ლეო მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო“, – წერს მილიარდერი, ფოტოზე ის ბანერთან დგას, რომელსაც აწერია – სახიფათოა, ხევია, ფატალური ვარდნა.
დაველოდოთ, როგორ უპასუხებს გულთამპყრობელი ლეონარდო „ამაზონის“ დამფუძნებლის იუმორნარევ გამოწვევას.
Leo, come over here, I want to show you something… @LeoDiCaprio https://t.co/Gt2v9JZTNz pic.twitter.com/KqGLB839NI
— Jeff Bezos (@JeffBezos) November 8, 2021