ლეონარდო დიკაპრიოს საცოლე, ვიტორია ჩერეტი „ინსტაგრამზე“ მოგზაურობიდან ფოტოების სერიას გვიზიარებს.
„სანაპიროდან, მთებამდე“, – ასე დაასათაურა ფოტოები 26 წლის ვიტორიამ. კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ის საოცრად მრავალფეროვან მოგზაურობაში იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, ახლდა თუ არა მოდელს თან დიკაპრიო.
ცნობისთვის, წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობს, ბოლოს ისინი ლეოს მშობლებთან ერთად მექსიკაში იმყოფებოდნენ.