LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო ამერიკის მე-18 პრეზიდენტს განასახიერებს

56

სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ლეონარდო დიკაპრიო ამერიკის მე-18 პრეზიდენტს, ულის გრანტს განასახიერებს.

მსახიობისა და რეჟისორის კოლაბორაცია უკანასკნელად 2002 წელს, ფილმის „დამიჭირე, თუ შეგიძლია“ მუშაობის დროს შედგა. რაც შეეხება ახალ პროექტს, მთავარი როლის გარდა, ცნობილია, რომ დიკაპრიო პროდიუსერის მოვალეობასაც შეითავსებს.

როდის დაიწყება გადაღებები, უცნობია. ამჯამად, სპილბერგი ინდიანა ჯონსის მომდევნო ნაწილზე მუშაობით არის დაკავებული. რაც შეეხება ლეონარდოს, ის კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის,  „ერთხელ ჰოლივუდში“ გადაღებებში მონაწილეობს, რომელშიც პარტნიორობას მას მარგო რობი და ბრედ პიტი უწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები