ამერიკაში მადლიერების დღეს აღნიშნავენ და ბუნებრივია, პაპარაცების მთელი ყურადღება ცნობილ ადამიანებზეა მიმართული. გამონაკლისი არც ლეონარდო დიკაპრიო და ნინა აგდალი იყვნენ. 42 წლის მსახიობი და მისი 24 წლის მეგობარი გოგო ჩარლსტონში დააფიქსირეს.
დიკაპრიო და აგდალი ადგილობრივებმაც იცნეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც მოისურვეს, თუმცა უარი მიიღეს.
„როდესაც ლეო და ნინა ჩვენს ოფისში გამოჩნდნენ, მათთან სელფის გადაღება მოვინდომეთ და როდესაც უარით გამოგვისტუმრეს, იძულებულები გავხდით, მათთვის სათვალთვალო კამერაში გვეყურა“, – იხუმრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
https://www.instagram.com/p/BNK1HKZBcya/
https://www.instagram.com/p/BNKwZw5BrTC/