LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო უკრაინას 10 მილიონი დოლარით დაეხმარება

6267
FNLPE2FXoAAlT-j

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, შექმნილ სიტუაციას არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებები დაგმო. მეტიც, უკრაინის მხარდაჭერა და სოლიდარობა არათუ განცხადებებით, ფინანსურადაც გამოხატა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა.

თავიანთ პოზიციებსა და მხარდაჭერას ჰოლივუდის ვარსკვლავები აფიქსირებენ.

ცნბოილი გახდა, რომ ლეონარდო დიკაპრიომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 10 მილიონი დოლარი შესწირა. დღეისათვის ეს უკრაინის დასახმარებლად ერთი ადამიანის მიერ გაღებული ყველაზე დიდი დონაციაა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.