LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ და კამილა მორონემ დაადასტურეს, რომ ერთად არიან (ფოტო)

87

43 წლის ლეონარდო დიკაპრიოსა და 20 წლის კამილა მორონეს რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გახდა – პაპარაცებმა მსახიობი მაშინ გადაიღეს, როდესაც ეს უკანასკნელი კამილას სახლს ტოვებდა. წყვილი რომანს ამ დრომდე მალავდა. მათ მხოლოდ ამ დღეებში დაადასტურეს, რომ ერთად არიან.

პაპარაცებმა წყვილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ისინი ხელჩაკიდებულები დასავლეთ ჰოლივუდის ერთ-ერთი რესტორნისკენ მიემართებოდნენ. შიგნით შესვლამდე, მოდელმა ნაზად აკოცა ვარსკვლავს მხარზე.

წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამჯერად დიკაპრიო სერიოზულად არის განწყობილი და კამილასთან მას მართლაც დიდი გეგმები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები