„ოქროს გლობუსის“ მასშტაბურ ცერემონიას, ბუნებრივია, კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი კი ლეონარდო დიკაპრიოსა და ლედი გაგას მოულოდნელი შეჯახება გახდა. ექსცენტრიული მომღერალი მიღებული პრიზის ასაღებად მიმავალი დიკაპრიოს დაეჯახა. საპასუხოდ კი ლეოს ორაზროვანი მზერა დამსწრე აუდიტორიამაც და კამერებმაც კარგად დააფიქსირეს. იმისათვის, რომ მოსალოდნელი ჭორებისა და კომენტარებისთვის თავი აერიდებინა, დიკაპრიომ გადაწყვიტა თავისი რეაქცია განემარტა.
აღმოჩნდა, რომ ლეონარდო არც ფიქრობდა, რომ სრულიად უმნიშვნელო ფაქტიდან მთელი ისტორია წარმოიქმნებოდა. როდესაც მსახიობს მისი რეაქცია აჩვენეს, მან სიცილი ვერ შეიკავა და იკითხა: “ეს ვიდეო უკვე მემეა, ხომ?” მე უბრალოდ არ ვიცოდი ვინ მომიახლოვდა, სულ ეს იყო“, – განაცხადა დიკაპრიომ.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი „ოქროს გლობუსი“ წარმატებული გახდა როგორც ლეონარდოსთვის, ისე ლედი გაგასთვის. დიკაპრიომ გაიმარკვა ნომინაციაში „დრამის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ ფილმისთვის „გადარჩენილი“, ლედი გაგამ კი პრემია კატეგორიისთვის „საუკეთესო მსახიობი ქალი მინი-სერიალში ან ტელეფილმში“ დაიმსახურა სერიალში „ამერიკის საშინელებათა ისტორია: სასტუმრო“.