ლეონარდო დიკაპრიო კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობი თავისი ახალი ფილმის, „ბრძოლა ბრძოლისთვის“ მსოფლიო პრემიერაზე იმყოფებოდა. მან წითელ ხალიჩაზე მარტო გაიარა და ფოტოობიექტივის წინაშეც მარტო პოზირებდა. ამ დროს მისი საცოლე, 27 წლის ვიტორია ჩერეტი მოვლენებს კულისებიდან აკვირდებოდა.
თეთრ კაბაში გამოწყობილმა მოდელმა კამერებისკენ ხელი დაიქნია და ფოტოები თავადაც გადაიღო, თუმცა ოფიციალურად დიკაპრიოსთან ერთად არ გამოჩენილა.
სოციალურ ქსელებში ამ ფაქტს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ორი წლის ურთიერთობის შემდეგაც კი ვიტორიამ „ვერ მოიპოვა უფლება“, ოფიციალურად გამოჩნდეს ლეოსთან.
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად ამჩნევენ ერთად, იქნება ეს იახტაზე დასვენება თუ ჯეფ ბეზოსის ხმაურიანი „საუკუნის ქორწილი“, საჯაროდ ისინი ყოველთვის დისტანციას ინარჩუნებენ.








