ბოლო დროს, ლეონარდო დიკაპრიო ქველმოქმედებას საკმაოდ დიდ დროს უთმობს, უფრო მეტს, ვიდრე კინოს. ამ დღეებში მსახიობმა განაცხადა, რომ საკუთარი ფონდიდან 20 მილიონ დოლარს გარემოს დაცვისთვის გამოყოფს.
კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვალებადობას მიეძღვნა, დიკაპრიომ განაცხადა: „ვამაყობ, რომ მარტო აშშ-ში 100-ზე მეტ ორგანიზაციას ვშუამდგომლობთ. ეს გრანტები გარემოსა და ოკეანეების დაცვას, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, ტყეებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას ხმარდება“.