ლეონარდო დიკაპრიოს ინტერესის ახალი ობიექტი ჰყავს: 43 წლის მსახიობის ახალი რჩეული 20 წლის არგენტინელი მოდელი კამილა მორონეა.
ამ დღეებში პაპარაცებმა დიკაპრიო ლოს-ანჯელესში, კამილას სახლიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს. მალევე მას თავად მოდელიც მიჰყვა, რომელიც ავტომობილში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
კამილას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის მაიამიში დაიბადა და ამჟამად IMG Models-თან თანამშრომლობს, პარალელურად კი ძალებს კინოში ცდის.


