ლეონარდო დიკაპრიო და მოდელი ნინა აგდალი თითქმის ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მსახიობის თაყვანისმცემლები იმედოვნებდნენ, რომ ამჯერად მაინც ყველაფერი სერიოზულად იყო, თუმცა წყვილი ერთმანეთს მიმდინარე წლის მაისში დაშორდა. მას შემდეგ ლეონარდო სხვადასხვა ცნობილი ლამაზმანის გარემოცვაში დააფიქსირეს.
პირად ცხოვრებაზე უარის თქმას არც აგდალი გეგმავს. პაპარაცებმა ნინა და მსახიობ კრისტი ბრინკლის ვაჟიშვილი, ჯეკი ერთად დააფიქსირეს. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ მათ შორის გრძნობა გაჩნდა.
ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერზე წყვილი დუმილს ამჯობინებს.