LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექციებიდან სულ მაგდებდნენ…ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე და იმანაც გამაგდო: თამარ ჩერგოლეიშვილი

227
Untitled design (1)

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ ლექციებიდან აგდებდნენ, რადგან სულ ლაპარაკობდა ხოლმე.

„უნივერსიტეტში ლექციებიდან სულ

მაგდებდნენ.

ვლაპარაკობდი სულ – ლექტორების

პარალელურად.

რეგინა იაკობიძე მაგდებდა ძაან ხშირად.

სხვებიც.

ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე და იმანაც გამაგდო – при людях даже мазать помаду не лзя – ო ასე მითხრა, მეთქი ხარაშო დაიკო

ისეთი ლექტორებიც მყავდნენ ვისთანაც ვლაპარაკობდი და არასოდეს გავუგდივარ – ალიკა რონდელი, ზურა დავითაშვილი, ლისა კესნერი…

გამოცდაზე რომ გავდიოდი იმ ლექტორებთან, ვინც ხშირად მაგდებდა, სულ რეაქციებით ვერთობოდი – ეგონათ, რომ შტერი ვარ და ამიტომ არ ვიქცევი ისე, როგორც წესია.

წითელ დიპლომზე დავამთავრე

ახლა რაღაც დიალოგი მქონდა კლიშეებზე და მაგან გამახსენა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g