LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

119
shss

“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე  გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

“დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია “სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია “ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g