ინგლისის, ევროპის და შესაძლოა მთელი მსოფლიოს ყველაზე დიდი სენსაციის ავტორს – ”ლესტერს” ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 120 ათასი კაცი შეეგება. საუკუნის მოვლენა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონმა ქუჩაში აღნიშნა.
ქალაქის ქუჩებში “ლესტერმა” სატრიუმფო ავტობუსით ჩაიარა და ფანებს ინგლისის ჩემპიონის ტიტული აჩვენა. “ლესტერი” 132-წლიან ისტორიაში პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.
“მელიებმა” უახლოეს კონკურენტს ”არსენალს” 10 ქულით გაასწრეს.
ფიესტის კულმინაცია ვიქტორიის პარკთან შედგა, სადაც ათეულ ათასობით ფანი სცენასთან შეიკრიბა.