l’etoile paris მოხმარებელს სრულ კოლექციაზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. მსურველებს მაღაზიაში პლასტმასის, მეტალის, სხვადასხვა თვლებისა და ნატურალური ქვებისაგან დამზადებული სამკაულების შეძენა შეუძლიათ.
როგორც ”ფორუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ლევან რევაზიშვილმა განაცხადა, l’etoile paris მომხმარებელს სთავაზობს საყურეებს, რომლებიც 10 -დან 85 ლარამდე ღირს. ასევე ბეჭდებს 10-55 ლარად და ყელსაბამებს , რომელთა ფასიც 18 ლარიდან 95 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ მაღაზიაში აბადოკები, შარფები და თმისსამაგრები შეიძინონ.
l’etoile paris ქართულ ბაზარზე 1 წელია გამოჩნდა და ის 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი- პეკინის 6 ნომერსა და აღმაშენებლის 120 ნომერში. მაღაზია ყოველდღე 10:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.