LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბეჟაშვილი: „მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“

168
ლევან ბეჟაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

„მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში

ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს, ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად. მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა და განსაკუთრებით, კახეთი, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი, უამრავი ეროვნული გმირია დასაფლავებული.

სწორედ, ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე მოიხადონ, იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს, სწორედ, გორში გააკეთებინა.

ამიტომ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა ბოდიში საზოგადოების წინაშე მოიხადოს, ხოლო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს ნათელი არჩევანი ევროპული კეთილდღეობისკენ უნდა გააკეთოს და არა სიღატაკისა და იზოლაციისკენ, რასაც ივანიშვილი რუსული ვექტორის გავლენით გვთავაზობს. სწორედ, 26 ოქტომბერი უნდა იყოს პასუხი იმ მოღალატეობრივ განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა“. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს… არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვთ“ – გიორგი ბოტკოველი

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g