LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბეჟაშვილი: „პარტიების აკრძალვა ევროსასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება… ეს პროცესი ასე არ დამთავრდება“ 

105
ლევან ბეჟაშვილი

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში ებრძვის. ყოველ წელს ისინი ჰპირდებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას. მათ ვერ მოკლეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა, იდეა პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული  სახელმწიფოს, ევროპული საქართველოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ როდესაც დემოკრატიული პროცესის გზით იდეა ვერ დაამარცხა, მოუწია რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, სადაც პარტიებს პირდაპირ აკრძალავენ“.

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.

ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას სრულად აკონტროლებს და სარჩელზე ობიექტური მართლმსაჯულება ვერ დადგება.

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში ებრძვის. ყოველ წელს ისინი ჰპირდებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას. მათ ვერ მოკლეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა, იდეა პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული  სახელმწიფოს, ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო  ცვლილებების განხორციელება, სადაც პირდაპირ აკრძალავენ. უმრავლესობის დეპუტატები სარჩელს ხელს მოაწერენ და ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი და ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის.

„ქართულმა ოცნებამ“ იმასაც კი მიაღწია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემადგენლობას სრულად აკონტროლებენ, ორი მოსამართლის გარდა. ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი დაასრულებენ, ეს არის მათი რუსული დავალება, ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დააანონსა, თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს. ისინი შეეცდებიან, ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები არის ცალსახად ჩვენს სასარგებლოდ, პარტიების გაუქმების საკმაოდ მაღალი სტანდარტი არსებობს ევროსასამართლოში, ამიტომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა პარტიების გაუქმების საფუძველს არ იძლეოდა. მისივე თქმით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი პრაქტიკულად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაწერილია:

„სამართლებრივი არგუმენტები იმდენად აბსურდულია, „ქართულ ოცნებას“ კანონმდებლობაში რამდენიმე ცვლილების შეტანა დასჭირდა, რომ ამ პროცესამდე მისულიყო. მოქმედი კანონმდებლობა პარტიების გაუქმების საფუძველს არ იძლეოდა. მათ ჯერ მაისში, შემდეგ ოქტომბერში შეიტანეს ეს ცვლილებები და პრაქტიკულად გაიმზადეს საკანონმდებლო ბაზა, რომ ეს სარჩელი დაეწერათ. მეტიც, ოქტომბერში შეტანილი ცვლილებებით ისინი აპირებდნენ მოქალაქეებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას და გახსოვთ, რომ სია უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ეს არგუმენტიც კი არ გამოადგათ.

ჩვენი ინფორმაციით, მათ აქვთ კომუნიკაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, პრაქტიკულად  მათი დაწერილია, ამ მოსამართლეების დაწერილია ეს სარჩელი. მათაც კი ვერ გაბედეს, რომ ასე ცალსახად მოქალაქეებისათვის გაეუქმებინათ პოლიტიკური საქმიანობა, სია შეედგინათ და ასე შემდეგ, ამიტომ ამ პროცესისგან საქართველოს ფარგლებში, „ქართული ოცნების“ იურისდიქციის ფარგლებში წარმოუდგენელია, რაიმე ობიექტური მართლმსაჯულება შედგეს და რამე გაირკვეს. თუმცა, ევროსასამართლოს იმედი გვაქვს და ეს პროცესი აუცილებლად ევროსასამართლოში გაგრძელდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პაველ ჰერჩინსკი: საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს – ამ კანონებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეთ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ

მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს და უცხოური აგენტების კანონს, რომელიც ამერიკული კანონის ასლია, არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g