LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“

198
ლევან ბერძენიშვილი

ფილოსოფოსი ლევან ბერძენიშვილიც კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს. აღნიშნულის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ მისთვის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა:

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“. – წერს ლევან ბერძენიშვილი.

„ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო… ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?!“ – კახა შენგელია კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ყოფილ დეკანს, სოსო ბერიკაშვილს პასუხობს

„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა ჩემი გაშვება სამსახურიდან მოსთხოვა, რადგან „ბიძინას ვაგინებდი“.

ცნობისთვის, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შეწყვიტა კიდევ ერთმა ლექტორმა, ჟურნალისტმა ნიკო ნერგაძემ.

„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი, ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება… უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება”- ნიკო ნერგაძე

ინფორმაციისთვის, ლექტორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაწყვეტა, უმაღლესი სასწავლებლის პოციზია გახდა. კავკასიის უნივერსიტეტი იმ 38 სასწავლებელს შორისაა, რომელთა ადმინისტრაციებმაც განაცხადეს, რომ სტუდენტების საპროტესტო ნაბიჯს ემიჯნებიან და რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g