LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: „მათ არ მოეწონათ ეს სიტყვა ერეკლესთან მიმართებით, ახლა ირაკლისთან გაიგონონ – ირაკლი ღარიბაშვილის ყველა განცხადება არის მოღალატეობრივი“

1073
BeFunky-collage

საქართველოს ხელისუფალი არა მარტო ჭკუასუსტი და უპრინციპოა, არამედ ღალატის გზაზე არის შემდგარი, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინ, 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ – რა თქვა დღეს პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

“მათ ეს სიტყვა არ მოეწონათ ერეკლესთან მიმართებით, ახლა ირაკლისთან მიმართებაში გაიგონონ – ირაკლი ღარიბაშვილის ყველა განცხადება არის მოღალატეობრივი. ის ღალატობს კონსიტიტუციას, სადაც წერია რა არის ჩვენი ორიენტირი.

ის [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობს, რომ კანდიდატობა არაფერი არ არის. რას მელაპარაკები? და შენი პრემიერობა რა არის? რას ჰქვია კანდიდატობა არაფერია? სხვანაირად როგორ უნდა გახდე ევროპის წევრი?

ამიტომ, ამ ღალატობრივი გზიდან უნდა გადავიყვანოთ ეს ხალხი. ჩვენ ხალხმა, უბრალოდ, ჩვენი ნება უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რა გვინდა”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g