LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი : თოფაძემ დაარღვია ადამიანობის ყველა წესი

117

„გოგი თოფაძეს ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი,“ – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

,,მე მას არ ვაკადრებ იმას რაც ეკუთვნის. მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს, რადგან მე ვერ ვხედავ მას პოლიტიკაში საერთოდ. ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი. არ ვიცი ვისი თხოვნით, ვისი დავალებით”, – ამბობს ბერძენიშვილი.

გოგი თოფაძემ კი განაცხადა, რომ სანამ მისი შეურაცხყოფა არ დაიწყეს, კოალიციის არცერთ წევრზე აუგი არ უთქვამს.

“ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ის ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. მე 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას მოგიყვანთ, როდესაც მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, როგორ ჩაუშვა, როგორც გაათავისუფლეს თვითონ “კაგებეს” თანამშრომლებმა და დანიშნეს სამსახურში და როგორ ჩააგდო ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია და ზამბახიძე. ამის მერე მის ბიოგრაფიას აღარ მოვყვები. საჯარო ბიბლიოთეკაში რაც გააკეთა ეს კიდევ სხვა თემაა”, – განაცხადა თოფაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g