LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჩახაია: „როდესაც დაინახავ, რომ 8 წლის ბავშვი ქუჩაში მათხოვრობს, ფული კი არ უნდა მისცე, უნდა დარეკო პოლიციაში!..“

202
LDCH

ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს ლევან ჩახაია, რომელიც თავად ბავშვთა სახლში გაიზარდა, ახლა 27 წლისაა და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება.

ის ჟურნალთან იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბავშვებს ექმნებათ ქუჩაში ცხოვრებისას, თუმცა მაინც იქ ამჯობინებენ ყოფნას. ამის მიზეზებს „სარკესთან“ რესპონდენტი ვრცლად განმარტავს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ლევან ჩახაია:

თბილისის ქუჩებში დაახლოებით 1000-1500 ბავშვი ცხოვრობს. მათ ნაწილს არ სურს ბავშვთა სახლში ცხოვრება. უმრავლესობამ არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები. ზოგის ცხოვრება იწყება ჩვილ ბავშვთა სახლში, შემდეგ კი იპარებიან ქუჩაში.

სამართალდამცველები ან ბავშვთა სახლის დირექცია არაფერს აკეთებს?

კი, აბრუნებენ, მაგრამ ისევ გარბიან. არავის აქვს უფლება, ბავშვი ცაკეტოს და თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდოს. ყოფილა შემთხვევა, როცა ათჯერ მაინც დაუბრუნებიათ, მაგრამ მაინც გაქცეულა. იცით, რატომ ურჩევნიათ ქუჩაში ცხოვრება? მათხოვრობენ და დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხასაც აგროვებენ. 10 წლის ბავშვმა რომ იცის, დღეში 50 ლარს იშოვის და, რაც უნდა, იმას გააკეთებს, ურჩევნია, იმ ფულით საყვარელი ტკბილეული ჭამოს, თავის თანატოლებთან ითამაშოს. მერე რა, რომ სცივა, სცემენ და თავშესაფარი არ აქვს.

მათ ფული არავინ უნდა მისცეს. ერთმანეთსაც სცემენ და მოქალაქეებისგანაც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. შუაღამეს, როცა ქალაქს სძინავს, ქუჩაში ბევრი ნარკომანი თუ ლოთი მოძრაობს, რომლებიც ამ ბავშვებზე, გოგონებზე და ბიჭებზეც, ძალადობენ, მათ შორის- სექსუალურად.

საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ პატარებს ფული არ მისცენ, როდესაც დაინახავ, რომ 8 წლის ბავშვი ქუჩაში დგას დასვრილი, სუნი ასდის და მათხოვრობს, ფული კი არ უნდა მისცე, უნდა დარეკო პოლიციაში. როცა ვერ მიიღებს ფულს, ის მიხვდება, რომ ბავშვთა სახლში ურჩევნია, რადგან იქ აჭმევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g