LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი ანტონელა ბასანის შეხვდა

134
ლეო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში უფრო მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის აპირებს.

ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა: განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველო ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე მდებარეობს, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უფრო წარმატებით გამოიყენოს მისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით.

ასევე ხაზი გაესვა ისეთი პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემას ევროკავშირისას დააკავშირებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და სხვ. ითქვა, რომ საქართველო ძალისხმევას მიმართავს შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და საკუთარი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით. 

მსოფლიო ბანკის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები პოსტპანდემიურ პერიოდში, რამაც ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა მისცა. აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ინკლუზიური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g