LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ჩვენი პოლიტიკა მიმართულია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარებაზე, რესურსების ეფექტიან მართვასა და სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე

112
ლევან დავითაშვილი

„მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოტენციალის ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.  ჩვენი პოლიტიკა მიმართულია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარებაზე, რესურსების ეფექტიან მართვასა და სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სწრაფი ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილება უმნიშვნელოვანესი ამოცანებია და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, რამდენადაც თბილისი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 51% დედაქალაქში იქმნება.

„იმისთვის, რომ გვქონდეს მდგრადი განვითარება, ჯანსაღი გარემო, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ისეთი პრიორიტეტების ასახვა, რომლებიც პასუხობს რესურსების ეფექტურად მართვას, ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებას, ინოვაციების ჩართვას, რათა ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილებებს  მაქსიმალური ეფექტურობით ვუპასუხოთ, “- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა მდგრადი, მწვანე და კლიმატისადმი მეგობრულ განვითარებაზე, ენერგო დამოუკიდებლობისა და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების საკითხებზე. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც ასევე მოიცავს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების ფარგლებში მაღალი დონის საერთაშორისო სპიკერები, დარგის ექპერტები და საჯარო და კერძო სექტორის და უწყებების წარმომადგენლები ურბანული განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივებს, ამ კუთხით ინოვაციურ იდეებს და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზებს განიხილავენ. წლევანდელი, მე-14 ფორუმის სახელწოდებაა „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები