LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი დავოსში მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America-ს დელეგაციას შეხვდა

121
11

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America-ს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძეც დაესწრო.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებსა და ახალ პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესსა და შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ქვეყანას აქვს განვითარებული, მომგებიანი და მაღალლიკვიდური საბანკო სექტორი, ამავე დროს, ახორციელებს სტრუქტურულ რეფორმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების, საქართველოს საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბების და სხვა მრავალი მიმართულებით, რაც ასევე დამატებით პოტენციალს და სარგებელს ქმნის აღნიშნული სექტორის შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის.

ვიცე-პრემიერმა Bank of America-ს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოიწვია ქვეყანაში არსებული ტენდენციების და შესაძლებლობების შესასწავლად, ასევე, ადგილობრივი საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ჩასატარებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები