LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წელს უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

114
1111

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Invest in Georgia-ს 2020-2023 წლების ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეული სამუშაო შეაფასა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სურათსა და პერსპექტივებზეც ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით – მათმა მოცულობამ  2.098 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება – პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე ,მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული იყო უცხოური ინვესტიციების როგორც სექტორული სურათი, ისე გეოგრაფია.

„ჩვენი ინვესტიციების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ერთ ქვეყანასთან არ არის დაკავშირებული. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 50%-მდე ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატებსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. რა თქმა უნდა, ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ Invest in Georgia-ს გუნდის დამსახურება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტროს საინვესტიციო საქმიანობა და 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელება წარმატებული იყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გაწეული სამუშაოს ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ოპერირება დაიწყეს ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კორპორაციებმა, როგორიცაა: ქიმიური წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Indorama, მსხვილი ენერგოკომპანიები TEPCO, MASDAR და სხვები. გადაწყვეტილების მიღების პროცესშია რამდენიმე მსხვილი კომპანია.

Invest in Georgia-ს 2020–2023 წლების ანგარიშის პრეზენტაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საინვესტიციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g